Wednesday, December 18, 2013



მინდა ავღნიშნო, რომ ჩემი ტრენინგის ბოლო დღე დაემთხვა ჩემ ქორწილს. ასე რომ ორმაგად ბედნიერი ვიყავი, თან ქორწილი მქონდა, თან ტრენინგს ვამთავრებდი, ასე რომ მაშინ ვერ მოვასწარი რეფლექსიის დაწერა და პროექტის ატვირთვა, რასაც ახლა ვაკეთებ, ისე დამაინტერესა ამ ინოვაციამ, რომ ქორწილის ბოლო დღემდე ტრენინგი არ გამიცდენია, რამდენად კარგად მოვასწარი არ ვიცი, ახლებური მიდგომა დავინახე, სხვა დროს უკეთ გავითვალისწინებ. ჩემი ტრენერი საქორწილოდაც ტრენინგის სტიმულს მაძლევდა. მოკლედ კურიოზად შეიძლება ჩაითვალოს. ეს დღე არ დამავიწყდება. პროექტი ნაჩქარევი კი გამომივიდა.


Saturday, November 16, 2013

განვიხილეთ შეფასების ფორმები და სტრატეგიები.გავითვალისწინე ჩემ პროექტში შეფასებების რა ინსტრუმენტებს ავირჩევდი და გავაკეთე შეფასებები.ჩავყარე შესაბამის საქაღალდეში.აგრეთვე გავაკეთე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასება.უკუკავშირი გავაზიარე ბლოგზე ჩემი კოლეგის მიმართაც.

Saturday, November 9, 2013

რეფლექსია მეხუთე დღე

ტრენინგის მეხუთე დღეს ვისწავლე ჩვენ თემასთან და ბლოგთან დაკავშირებით ზოგადად როგორ გამოვიყენო ინტერნეტის მასალებთან დაკავშირებით საავტორო უფლებები, სანდოობა.გავითვალისწინო სამართლებრივი და ეთიკური ნორმები.განვიხილეთ საავტორო უფლებებთან დაკავშირებული საკითხები.ასევე გავამზადე გამოყენებული ლიტერატურის და ვებ-გვერდების შაბლონი.ამ საკითხებზე არასოდეს მიფიქრია. ეხლა გავფრთხილედები ------- რადგან ინტერნეტს ვიყენებ არა მარტო პროექტისთვის,არამედ ცხოვრებაშიც.

Saturday, November 2, 2013

ტრენინგის მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღეს ჩამოვაყალიბეთ კონკრეტული სასწავლო მიზნები,რომელმაც უნდა გაითვალისწინოს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.რას ისწავლიან მოსწავლეები ჩემი პროექტის მსვლელობის დროს?გავიაზრე რა არის ჩემი პროექტის ძირითადი არსი.გავითვალისწინებ ტექნოლოგიების ინტეგრირებას.მოვიფიქრე და ჩამოვაყალიბე ზოგადი საკვანძო კითხვა,დავალაგე თემატური კითხვა,ჩამოვაყალიბე შინაარსობრივი კითხვაც.პროექტი თანდათან უფრო საინტერესო ხდება.ინტერესი მიჩნდება პროექტი გავშალო რეალურ და პრაქტიკულ პრობლემებთან და ფართოდ ჩავრთო ბავშვები მუშაობაში.

Sunday, October 20, 2013

რეფლექსია პქოექტის შესახებ

პროექტული სწავლების ტრენინგით  ნათელი გახდა პროექტის დაგეგმვის თანმიმდევრობის შინაარსი, პორტფელიოს და ჩეკლისტების სპეციფიკა , პუბლიკაციის მნიშვნელობა, შეფასების რუბრიკის არსი, პროექტის კავშირი 21-ე საუკუნის უნარებთან, მისი მნისშვნელობა დღევანდელობაში.პროექტული სწავლება აუცილებელია,რადგან პროექტის საშუალებით მიღებულ ცოდნას მოსწავლე იყენებს პრაქტიკაში.გამიჩნდა სურვილი ეფექტურად და მიზნობრივად გამოვიყენო  ტექნოლოგიები პროექტის შესაქმნელად.  პროექტის საშუალებით მომიწევს მჭიდრო თანამშრომლობა მოსწავლესთან.